logo_geo
კიმ კარდაშიანმა და კანიე ვესტმა მეოთხე შვილს ფსალმი დაარქვეს
- +

18 მაისი. 2019. 17:24

 

 

კიმ კარდაშიანმა და კანიე ვესტმა მეოთხე შვილს ფსალმი [Psalm] დაარქვეს.

 

კიმ კარდაშიანმა „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც კანი ვესტი მას ახალშობილის ფოტოს უგზავნის და დედის დღეს ულოცავს.

 

 

 

„ლამაზი დედის დღე, ჩვენს ახალშობილ, მეოთხე შვილთან ერთად. ჩვენ დალოცვილები ვართ, გვაქვს ყველაფერი, რაც გვჭირდება“, - წერს კანიე ვესტი.

 

წყვილს მეოთხე შვილი, ბიჭი ფსალმ ვესტი 10 მაისს სუროგატი დედისგან შეეძინათ. მათ მესამე შვილიც სუროგაციის გზით ეყოლათ, რადგან კიმ კარდაშიანი მეორე შვილის გაჩენის შემდეგ ექიმებმა გააფრთხილეს, რომ მშობიარობას შესაძლოა მისთვის პრობლემები შეექმნა.

 

 

big_banner
არქივი