logo_geo
„GAME OF THRONES“-ის ფანებმა პეტიცია შეადგინეს, რომ მერვე სეზონი თავიდან გადაიღონ
- +

18 მაისი. 2019. 18:59

 

 

„Game of Thrones“-ის ფანებმა პეტიცია შეადგინეს, რომლითაც ითხოვენ, რომ მერვე სეზონის სცენარი ახლიდან დაწერონ და ახლიდან გადაიღონ.

 

პეტიციას 250 000-მდე ადამიანმა მოაწერა ხელი.

 

„ეს სერიალი იმსახურებს ფინალურ სეზონს, რომელსაც მნიშვნელობა ექნება“,- წერია პეტიციის აღწერაში.

 

სერიალის ბოლო სერიამ „The Bells“-მა ფანების ნაწილი კმაყოფილი, ნაწილი კი უკმაყოფილო დატოვა. სერიაში დეინერის ტარგარიენმა მეფის სავანე გადაწვა.

 

„Game of Thrones“-ის უკანასკნელი სერია 19 მაისს გამოვა და მისი ხანგრძლივობა 80 წუთი იქნება.

 

 

big_banner
არქივი