logo_geo
ვლადიმირ ზელენსკი საქართველოში მშენებარე სასტუმროს ხუთ ნომერს ფლობს
- +

20 მაისი. 2019. 16:53

უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ქონებრივი დეკლარაცია წარადგინა, საიდანაც ირკვევა, რომ ის საქართველოში მშენებარე სასტუმროს ხუთ ნომერს ფლობს, თუმცა რომელ ქალაქში, დეკლარაციაში დაკონკრეტებული არ არის.

 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მას ასევე იტალიაში აქვს ვილა, რომელიც 2015 წელს შეიძინა.

 

გარდა ამისა, ზელენსკი და მისი მეუღლე ფლობენ 91 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას დიდ ბრიტანეთში.

 

ვლადიმირ ზელენსკიმ ქონებრივ დეკლარაციაში შეიტანა რამდენიმე ბინა კიევში, ასევე ბინა ყირიმში, რომელიც მის ცოლს ეკუთვნის.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი