logo_geo
„Amazon“ მრავალფუნქციურ ყურსასმენებს გამოუშვებს
- +

21 მაისი. 2019. 10:53

 

კომპანია „Amazon“ ახალი უსადენო ყურსასმენების გამოშვებისთვის ემზადება, რომელთაც ამავდროულად ხმოვან ასისტენტთან„ Alexa“ ექნება წვდომა. როგორც სააგენტო „Bloomberg“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, სიახლე ბაზარზე წლის მეორე ნახევარში უნდა გამოჩნდეს.

 

სააგენტო აღნიშნავს, რომ ყურსასმენები ვიზუალურად დაემსგავსება „Apple“-ის წარმოების AirPods და ანალოგიურადაც იმუშავებს, თუმცა ხარისხი გაუმჯობესებული ექნება. ხმოვანი ასისტენტი „Alexa“ კი საშუალებას მისცემს მომხმარებელს, განახორციელოს შეკვეთები, შეარჩიოს მუსიკა და გამოიცნოს ამინდი და სხვა ნებისმიერი ინფორმაცია. ამასთან, ის უპასუხებს ზარებს და გადართავს მუსიკას ჟესტიკულაციის დახმარებით.

 

წინასწარი ინფორმაციით, ყურსასმენები გაიყიდება სპეციალურ დამტენ ყუთში და წარმოდგენილი იქნება შავ და რუხ ფერებში.

 

თავად „Amazon“-ში ამ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი