logo_geo
ნიკოლას მადურო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წინადადებით გამოდის
- +

21 მაისი. 2019. 12:15

 

ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წინადადებით გამოდის.

 

BBC-ის ცნობით, მას არჩევნების ზუსტი თარიღი ჯერ არ დაუსახელებია.

 

ვენესუელას კონგრესის არჩევები 2020 წლისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო. ამჟამად ეროვნულ ასამბლეას ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო ხელმძღვანელობს, რომელიც თავს დროებით პრეზიდენტად მიიჩნევს. იგი ქვეყნის პრეზიდენტად აშშ-მა და დასავლური ქვეყნების უმრავლესობამ აღიარა.

 

ხუან გუაიდო და მოსახლეობის დიდი ნაწილი პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გადადგომას უკვე რამდენიმე თვეა ითხოვენ, თუმცა, მადურო უარს აცხადებს. მას რუსეთის, კუბას და ჩინეთის მხარდაჭერა აქვს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი