logo_geo
ვლადიმერ ზელენსკიმ აშშ-ს მოუწოდა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცროს
- +

21 მაისი. 2019. 14:06

 

უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ აშშ-ს მოუწოდა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცროს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

თანამდებობის დაკავების შემდეგ, ზელენსკი თეთრი სახლის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც კიევში ინაუგურაციაზე დასასწრებად ჩავიდნენ. შეხვედრაზე ზელენსკიმ რუსეთი აგრესიაში დაადანაშაულა და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ დამოუკიდებლად უკრაინა დონბასსა და ყირიმში რუსეთის აგრესიას ვერ მოერევა.

 

ზელენსკიმ რუსეთის აგრესიის დაძლევის საქმეში აშშ ქვეყნის მთავარ პარტნიორად დაასახელა.

 

„ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება. მინდოდა მომეწოდებინა, რომ აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება გააგრძელოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მილოცვისათვის მადლობაც გადაუხადა და ახლო მომავალში შეხვედრის იმედი გამოთქვა. შეხვედრაზე ამერიკულ მხარეს წარმოადგენდნენ ენერგეტიკის მინისტრი რიკ პერი, უკრაინის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი კურტ უოლკერი და აშშ-ის სენატორი რონ ჯონსონი.

 

შეგახსენებთ, რომ ზელენსკიმ პრეზიდენტის პოსტზე პირველ ამოცანად დონბასში ცეცხლის შეწყვეტა დაასახელა, ხოლო შემდგომ ყირიმისა და დონბასის კიევის კონტროლს ქვეშ დაბრუნება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი