logo_geo
შესაძლოა, უიტნი ჰიუსტონის ჰოლოგრამამ კონცერტები გამართოს
- +

21 მაისი. 2019. 18:04

 

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, უიტნი ჰიუსტონის წარმომადგენლები ჰოლოგრამის საშუალებით მომღერლის ტურნეს გამართვას გეგმავენ. ისინი ასევე არტისტის გამოუცემელი ნამუშევრების გავრცელებას აპირებენ.

 

როგორც უიტნის წარმომადგენელმა, მისმა ყოფილმა მენეჯერმა და რძალმა, პეტ ჰიუსტონმა განაცხადა, შესაძლოა, მომღერლის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მიუზიკლიც დაიდგას.

 

„განვლილი 7 წელი ძალიან ემოციური იყო და ყველა მსგავს აქტივობაზე უარს ვამბობდით. უიტნის ჰოლოგრამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. გვსურს, რომ ბენდთან და ბექ-ვოკალისტებთან ერთად კონცერტებზე ყველა ჰიტი შესრულდეს. ასევე, ვაპირებთ, რომ მისი აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერები ალბომის სახით გამოვცეთ. სამომავლოდ ბროდვეიზე უიტნის შესახებ მიუზიკლის დადგმასაც ვაპირებთ“,- თქვა პეტ ჰიუსტონმა.

 

უიტნი ჰიუსტონმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1977 წელს დაიწყო. პოპვარსკვლავს 35-წლიანი კარიერის განმავლობაში 400-ზე მეტი ჯილდო აქვს მოპოვებული. ის ერთადერთი არტისტია, რომლის შვიდი კომპოზიციაც ბილბორდის „ცხელ ასეულს“ ზედიზედ ლიდერობდა. მომღერლის საკულტო სიმღერა „I Will Always Love You“, რომელიც პირველად მიკ ჯეკსონის ფილმში „პირადი მცველი“ გაჟღერდა, მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად სინგლად რჩება.

 

2012 წლის 11 თებერვალს ჰიუსტონი საკუთარ აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მუსიკოსის სიკვდილი გულის პრობლემებმა და კოკაინის მოხმარებამ გამოიწვია.

 

 

 

big_banner
არქივი