logo_geo
სამშობიაროდან გამოყვანილი ჩვილი მშობლებს ტაქსიში დარჩათ
- +

21 მაისი. 2019. 21:01

 

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში უჩვეულო ინციდენტი მოხდა. მშობლებს სამშობიაროდან გამოყვანილი ჩვილი ტაქსიში დარჩათ.

 

მშობლებმა მგზავრობის საფასური გადაიხადეს და მანქანიდან გადმოვიდნენ. რამდენიმე წუთში მიხვდნენ, რომ ჩვილი მანქანაში დარჩათ. მანქანის გაჩერება სცადეს თუმცა, ვერ მოასწრეს.

 

ტაქსის მძღოლმა მძინარე ჩვილი ვერ შეამჩნია და შეკვეთების მიღება განაგრძო. ჩვილი მგზავრებმა აღმოაჩინეს.

 

მძღოლმა პოლიცია გამოიძახა, ჩვილი ჯერ საავადმყოფოში წაიყვანეს, შემდეგ კი მშობლებს დაუბრუნეს.

 

 

 

 

big_banner
არქივი