logo_geo
მსოფლიო ავტოსპორტმა ნიკი ლაუდა დაკარგა
- +

21 მაისი. 2019. 22:45

 

1949 წელს დაბადებულმა ანდრეას ნიკოლაუს ლაუდამ, პირველი რბოლა 1968 წელს მოიგო, როდესაც ბებიის დახმარებით და მშობლების დაუკითხავად მინი რეისერი შეიძინა.

 

დღეს ავსტრიელი სამგზის მსოფლიოს ჩემპიონის ყველა ტიტულსა და მიღწევას არ ჩამოვთვლით, უბრალოდ ერთ ამბავს გავიხსენებთ, რომელიც ლაუდას ბრძოლისუნარიანობასა და შეუპოვრობას უსვამს ხაზს.

 

1976 წელს, გერმანიაში, ნურბურგრინგის ტრასაზე ნიკის ფერარი ამოუხსნელი მიზეზით გზიდან გადავიდა და ცეცხლში გაეხვა. ავსტრიელმა პილოტმა ალმოდებულ მანქანაში თითქმის 1 წუთი დაჰყო, მაგრამ სხვა პილოტებმა, საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ხარჯზე, ცეცხლიდან მისი გამოყვანა მაინც მოახერხეს.

 

ლაუდამ პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობები მიიღო და უიმედო პაციენტად ითვლებოდა. საავადმყოფოს პალატაში მას მღვდელიც კი ეწვია, რომელმაც სიკვდილის წინ ცოდვები შეუნდო და დალოცა, თუმცა...

 

ამ ამბიდან სულ რაღაც 6 კვირაში, ნიკი ლაუდამ იტალიაში, მონცას გრან-პრიზე იასპარეზა და მე-4 ადგილი დაიკავა. გაკვირვებული თვითმხილველები ყვებოდნენ, რომ რბოლის შემდეგ, ლაუდა სახიდან სისხლიან ბინტებს იძრობდა.

 

ავტოკატასტროფის შემდეგ მან კიდევ ორჯერ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული, ფორმულა 1-დან წასვლის შემდეგ კი ავია-ბიზნესი წამოიწყო.

 

ავტოკატასტროფის შემდეგ ნიკი ლაუდას ფილტვების და თირკმელების პრობლემები სტანჯავდა და კიდევ არაერთი ოპერაციის გადატანა მოუწია; 20 მაისს კი, შვეიცარიულ ჰოსპიტალში, ლეგენდარული მრბოლელი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი