logo_geo
კურტ კობეინის მიერ გამოყენებული ერთჯერადი თეფში 22 400 დოლარად გაიყიდა
- +

22 მაისი. 2019. 11:52

 

 

ჯგუფ „Nirvana“-ის ლიდერის კურტ კობეინის მიერ გამოყენებული ერთჯერადი თეფში აუქციონზე 22 400 დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

 

თეთრ თეფშზე კობეინმა შავი ფლომასტერით 1990 წლის 23 აპრილს ვაშინგტონის კონცერტზე „Nirvana“-ს მიერ შესრულებული სიმღერების სია დაწერა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტის შემდეგ თეფში ჯგუფ „THUD“-ის წევრმა ჯონი რიგსმა წაიღო და მას სახლში თითქმის 30 წელი ინახავდა.

 

რამდენიმე დღის წინ კურტ კობეინის ჟაკეტი აუქციონზე 75 ათას დოლარად გაიყიდა.

 

1994 წელს კურტ კობეინი სიეტლში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ინფორმაციით, მომღერალმა თავი მოიკლა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი