logo_geo
19 წლის გოგონა, რომელმაც მოძალადე მამა მოკლა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს
- +

22 მაისი. 2019. 18:51

 

 

იტალიელი პროკურორების გადაწყვეტილებით, მამის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის გოგონა შინაპატიმრობიდან გაათავისუფლეს.

 

პროკურორის დასკვნის თანახმად, დებორა შაკვატორი ოჯახური ძალადობის დროს თავს იცავდა და მკვლელობა განზრახ არ ჩაუდენია.  ახალგაზრდა გოგოს შესაძლოა ნაკლები სიმძიმის ბრალი წაუყენონ, კერძოდ, თავდაცვის დროს ძალის გადამეტებისთვის, თუმცა პროკურატურაში ვარაუდობენ, რომ საქმე შესაძლოა საერთოდ დაიხუროს.

 

საუბარია 41 წლის მამის, ყოფილი მოკრივის ლორენცო შაკვატორის სიკვდილზე. მისი მეუღლის მშობლების განმარტებით, იგი ცოლს 20 წლის განმავლობაში სცემდა და ქალიშვილზეც ძალადობდა. ერთ-ერთი ასეთი ინციდენტის დროს, 19 წლის გოგომ მამას ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია. ორმხრივი ფიზიკური დაპირისპირების ბოლოს, გოგონამ მამას სამზარეულოს დანით ყელი გამოჭრა.

 

19 წლის დებორამ დაჭრილი მამის გადარჩენა და სისხლდენის შეჩერება სცადა, თუმცა ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა.

 

შემთხვევა რომში მოხდა.

 

დაიხურება თუ არა საქმე დებორა შაკვატორის წინააღმდეგ, უახლოეს დღეებში გადაწყდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი