logo_geo
პაკისტანმა ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა
- +

23 მაისი. 2019. 15:29

 

პაკისტანმა ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. მიწა-მიწა ტიპის რაკეტას სახელწოდებით „შაჰეენ II“-ს კონვენციური და ბირთვული იარაღის გადატანა 1 500 მილის რადიუსში შეუძლია.

 

პაკისტანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბალისტიკური რაკეტა სრულად შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ საჭიროებებს რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების მიმართულებით.

 

პაკისტანმა ინდოეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების სურვილი გამოთქვა. 22 მაისს, პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი, შაჰ მეჰმუდ ყურეში „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრების შეხვედრის ფარგლებში ინდოელ კოლეგას ესაუბრა. პაკისტანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თქვა, რომ ორივე ქვეყანას საკითხების დიალოგით გადაწყვეტა სურს.

 

ქაშმირის რეგიონში მომხდარი ფატალური ინციდენტის შემდეგ, თებერვალში პაკისტანს და ინდოეთს შორის ომის დაწყების რისკები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ქვეყნებს შორის დაძაბულობა კვლავ მაღალია.

 

 

 

big_banner
არქივი