logo_geo
ალენ დელონი „ოქროს პალმის რტო“ -ს გადაცემის დროს ატირდა - ემოციური კადრები
- +

23 მაისი. 2019. 22:12

 

მიმძიმს ამის თქმა მაგრამ, გემშვიდოდებით, ეს კარიერის დასასრული არაა, ეს ცხოვრების დასასრულია და თუ ვარსკვლავი ვარ, ეს მხოლოდ ხალხის, ჩემი ფილმების მაყურებლების დამსახურებაა და სხვისი არავისი”, - განაცხადა ალენ დელონმა.

 

83 წლის ფრანგი მსახიობი ალენ დელონი კანის კინოფესტივალი 2019 „ოქროს პალმის რტოს“ პრიზის მფლობელი გახდა.


არსკვლავმა, მსოფლიო კინემატოგრაფიაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მსახიობმა ცრემლებით აღნიშნა, რომ მის ცხოვრებაში, ეს ყველაზე ნათელი წერტილია.

1960-80-იანი წლების მთავარ სექს-სიმბოლოს, 2019 წლის კანის ფესტივალზე უამრავი ამაღელვებელი და საინტერესო მომენტები ჰქონდა.

კინოკარიერაში, წლების განმავლობაში ბრწყინვალე მოღვაწეობისთვის, ლეგენდარულ მსახიობს უძველესი და ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალის ჯილდო - „ოქროს პალმის რტო“ გადაეცა

ცერემონიაზე მსახიობი, ქალიშვილთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც მოდელ როსალი ვან ბრემენისგან ჰყავს.


როგორც ცნობილია, კანის კინოფესტივალი გახსნამდე მედიისა და საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში მოექცა. არასამთავრობო ორგანიზაციები და ფემინისტები მსახიობს ანტისემიტიზმში, სექსისტურ და ჰომოფობიურ განცხადებებში ადანაშაულებდნენ.

 

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალენ დელონს დააჯილდოვებდნენ, ორგანიზაცია „ქალები და ჰოლივუდი“ დამფუძნებელმა, მელისა სილვერსტეინმა განაცხადა, რომ “ძალიან იმედგაცრუებული იყო”. როგორც ის საკუთარ Twitter- ზე წერდა, ალენ დელონმა “საჯაროდ აღიარა, რომ ქალებს სცემდა. მისი თქმით, მსახიობი რასიზმისა და ანტისემიტზმის შემცველ ეროვნულ ფრონტს შეუერთდა და განაცხადა, რომ ჰომოსექსუალობას ეწინააღმდეგება”. სილვერსტეინი მიიჩნევდა, რომ კანის ფესტივალმა ასეთ „ამაზრზენ ფასეულობებს“ მხარი არ უნდა დაუჭიროს.

თუმცა, როგორც ორგანიზატორებმა განმარტეს, ალენ დელონი ლეგენდარული მსახიობი და კანის კინოფესტივალის ისტორიის ნაწილია.

 

ჟან-პოლ ბელმანოს და ჟან-პიერ ლეოს შემდეგ, ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ისეთი საკულტო მსახიობის დაჯილდოება, როგორიც ალენ დელონია”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

თავად ალენ დელონს განცხადებებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი