logo_geo
97 წლის კაცმა სოფელი განადგურებას გადაარჩინა
- +

24 მაისი. 2019. 23:57

 

 

დაახლოებით 10 წლის წინ 86 წლის ჰუანგ იუნ-ფუ დილემის წინაშე დადგა. ტაივანის მთავრობა მისი სოფლის “დახურვას” აპირებდა, რადგან ის ბოლო და ერთადერთი მცხოვრები იყო, სოფლის ადგილას კი მთავრობა თანამედროვე შენობების აშენება გეგმავდა.

 

 

ჰუანგი ჩინეთში დაიბადა და მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა. ამის შემდეგ ის და მისი მეგობრები მაო ძედუნის წინააღმდეგ იბრძოდნენ ნაციონალური პარტიისთვის, რომლის დამარცხების შემდეგ კაცი და კიდევ 2 მილიონი ადამიანი ტაივანში წავიდა. წასულების ნაწილი ერთად სოფელში დასახლდა.

 

 

”სოფელში 1200 ოჯახი ცხოვრობდა, ჩვენ ყველანი ერთად ვსხედობით და ვსაუბრობდით დიდი ოჯახივით. თუმცა, ყველა სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად ან გარდაიცვალა და მე მარტო დავრჩი”, - უთხრა BBC-ის 97 წლის კაცმა.

 

 

სოფლის განადგურების თავიდან აცილების გამო, კაცმა გადაწყვიტა შენობები მოეხატა და ამით მოეზიდა ხალხი.

 

თავდაპირველად მან პატარა ჩიტი დახატა ერთ-ერთ სახლზე, შემდეგ კატები, ძაღლები, ადამიანები მიახატა და ასე დაიწყო სოფელში არსებული შენობების გაფერადება. 2010 წელს სოფელში სტუნდეტი იყო ჩასული, რომელმაც კაცის ისტორია მოისმინა, შემდეგ სურათები გადაიღო და სოციალურ ქსელებში ფულის შეგროვება დაიწყო სოფლის გადასარჩენად. 

 

 

სურათები სწრაფად გავრცელდა და ხალხის დაინტერესება გამოიწვია, რის გამოც 2010 წლიდან დღემდე სოფელს წელიწადში მილიონამდე ტურისტი მაინც ჰყავს.

 

”მთავრობა შემპირდა რომ ისინი შეინარჩუნებენ ამ სოფელსა და სახლებს. ძალიან ბედნიერი და მადლიერი ვარ”, - თქვა ჰუანგმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი