Facebook-მა გამოაქვეყნა უახლესი ანგარიში, რომელშიც წერია რამდენ პოსტსა და ანგარიშს შეეხო სოცქსელის მკაცრი პოლიტიკა 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით.
ექვსთვიანი პერიოდის განმავლობაში Facebook-მა 3 მილიარდზე მეტი ყალბი ექაუნთი წაშალა. ეს იმაზე მეტია ვიდრე სოცქსელს აქამდე გაუკეთებია.
ცნობილი გახდა, რომ 7 მილიონზე მეტი პოსტი „სიძულვილის ენას“ ემსახურებოდა.
პირველად სოცქსელის ისტორიაში, Facebook-მა ანგარიშში დაწერა იმის შესახებაც თუ რამდენი პოსტი წაშალა, ან რამდენზე აღდგა წვდომა მისი გასაჩივრებიდან განხილვის შემდეგ.