logo_geo
ვენესუელაში, ციხეში დაპირისპირების შედეგად 29 პატიმარი დაიღუპა
- +

25 მაისი. 2019. 12:03

 

 

ვენესუელაში, ციხეში დაპირისპირების შედეგად 29 პატიმარი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. შემთხვევა ვენესუელას ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე პორტუგესას შტატში მდებარე ციხეში მოხდა.

 

აღსანიშნავია, რომ პატიმრების ნაწილს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა და პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 19 სამართალდამცავი დაშავდა. უფლებადამცველები სამართალდამცავების ქმედებას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ პატიმრებმა არეულობა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს, რაც შეირაღებული პოლიციელები საკნებში შეიჭრნენ. ამასთანავე, ისინი კითხვით მიმართავენ ხელისუფლებას, თუ რატომ ჰქონდა პატიმართა ნაწილს ცეცხლსასროლი იარაღი და რატომ არიან გარდაცვლილთა შორის მხოლოდ პატიმრები, იმ შემთხვევაში, თუ ორივე მხარე ფლობდა იარაღს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი