logo_geo
ფილადელფიაში, მერიის წინ ქართული დროშა აღმართეს
- +

25 მაისი. 2019. 12:37

 

ქართული დროშა ფილადელფიაში მერიის წინ ერთი კვირა იფრიალებს. საქართველოს დამოუკიდებლობის 101 წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ის შტატ პენსილვანიაში საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა.

 

ღონისძიებაზე საქართველოსა და ამერიკის ჰიმნები შესრულდა და ქართული დროშა აღიმართა.

 

ღონისძიებას ქართული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ, ასევე ამერიკის მთავრობის საკანონმდებლო ხელისუფლების და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელები.

 

ღონისძიება საქართველოს ახალგაზრდა ელჩის ტატო ოქრუაშვილის და შტატ პენსილვანიაში ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. პროექტის მხარდამჭერი ქალაქ ფილადელფიის მერიაა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი