logo_geo
ბარში სროლის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა
- +

25 მაისი. 2019. 13:03

 

აშშ-ში, ნიუ-ჯერსის შტატში, ბარში სროლის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ „ABC News“ ადგილობრივი პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

 

შემთხვევა ქალაქ ტრენტონში მოხდა. დაშავებულებიდან სამი პირის მდგომარეობა მძიმეა.

 

ბარში დაპირისპირების მიზეზი ჯერ უცნობია. როგორც ადგილობრივი პოლიცია იუწყება, სროლის შესახებ ცნობები განყოფილებაში ადგილობრივი დროით 12:25 საათზე შევიდა.

 

შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდეგ კი მათ ხუთი მამაკაცი და ხუთი ქალი ცეცხლსასროლი იარაღით დახვდათ დაჭრილი. მომხდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი