logo_geo
ინდონეზიის კუნძულ ბალიზე ვულკანი ამოიფრქვა
- +

25 მაისი. 2019. 14:25

 

ინდონეზიის კუნძულ ბალიზე ვულკანის ამოფრქვევის გამო ათობით ავიარეისი გადაიდო. ამის შესახებ „Reuters“ იუწყება.

 

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ვულკან აგუნგიდან ამოფრქვეული ლავა კრატერიდან სამი ათას მეტრზე გავრცელდა, რის გამოც ახლომდებარე ათობით სოფელი ფერფლით დაიფარა. დაშავებულებზე ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

 

„Reuters“-ის ცნობით, ვულკანის გააქტიურების მიუხედავად მოსახლეობის ევაკუაცია საჭირო არ გამხდარა, რადგან დასახლებები აგუნგიდან უსაფრთხო მანძილზე არის დაშორებული.

 

ამასთან, ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ადგილობრივი მოსახლეობა შესაბამისი ზომების მისაღებად ნებისმიერ დროს მზად არის.

 

ვულკან აგუნგის ყველაზე მასშტაბური ამოფრქვევა 1963 წელს მოხდა. მაშინ სტიქიას ათასი ადამიანი შეეწირა და რამდენიმე დასახლება ფერფლად აქცია.

 

 

 

 

big_banner
არქივი