logo_geo
ხმელთაშუა ზღვაში 216 მიგრანტი გადაარჩინეს
- +

25 მაისი. 2019. 18:48

 

ხმელთაშუა ზღვაში მალტის შეირაღებულმა ძალებმა 216 მიგრანტი გადაარჩინეს, მათ შორის რამდენიმე მცირეწლოვანი ბავშვი და ერთი ორსული ქალიც იყო. აღსანიშნავია, რომ გადარჩენილები მალტის სანაპიროზე გადაიყვანეს და სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს.

 

ამჟამად მიგრანტების აღრიცხვა მიმდინარეობს, რის შედეგადაც, სავარაუდოდ, ისინი თავშესაფარს მიიღებენ.

 

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ათასობით ჩრდილოეთაფრიკელი და ახლოაღმოსავლელი მიგრანტი ცდილობს, ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთით ევროპის ქვეყნებში მოხვდეს. ისინი კუსტარულად დამზადებული ან გასაბერი ნავებით ცდილობენ ზღვის გადაკვეთას, თუმცა წონის გადაჭარბების გამო, ხშირ შემთხვევაში ნავები იძირება და მიგრანტები იღუპებიან.

 

ამასთანავე, იტალიის ხელისუფლებამ მოსახლეობას ხმელთაშუა ზღვაში ნაოსნობა და მიგრანტების გადარჩენა აუკრძალა. მათ ასევე მოუწოდეს სხვა ქვეყნებს მსგავსი კანონის მიღებისაკენ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი