საფრანგეთის ქალაქ ბორდოს ცენტრში რამდენიმე შენობა იწვის. ტელეარხ BFMTV-ის ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობაზე 100-ზე მეტი მეხანძრე მუშაობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ერთ-ერთი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა და მიმდებარე შენობებზე გავრცელდა, სადაც ევაკუაცია გამოცხადდა.
სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ჯერჯერობით დაშავებულების შესახებ საუბარი ნაადრევია. ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.