logo_geo
ბორდოს ცენტრში რამდენიმე შენობა იწვის
- +

26 მაისი. 2019. 01:35

 

საფრანგეთის ქალაქ ბორდოს ცენტრში რამდენიმე შენობა იწვის. ტელეარხ BFMTV-ის ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობაზე 100-ზე მეტი მეხანძრე მუშაობს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ერთ-ერთი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა და მიმდებარე შენობებზე გავრცელდა, სადაც ევაკუაცია გამოცხადდა.

 

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ჯერჯერობით დაშავებულების შესახებ საუბარი ნაადრევია. ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი