logo_geo
სუმოს მაისის თასის გამარჯვებულს ჯილდო დონალდ ტრამპმა გადასცა
- +

26 მაისი. 2019. 18:57

 

 

სუმოს მაისის ტურნირის, ნაცუ ბაშოს გამარჯვებულს თასი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადასცა. აშშ-ის პრეზიდენტისგან ჯილდო ასანოიამას გადაეცა.

 

25 წლის ასანოიამა სამი მარცხის მიუხედავად მაისის ბაშოს გამარჯვებული გახდა. მან გამარჯვება ვადაზე ადრე იზეიმა და იმპერატორის თასიც დაიმსახურა. ასანოიამას ბრძოლას დონალდ ტრამპი მელანია ტრამპთან, იაპონიის პრემიერთან და მის მეუღლესთან ერთად ესწრებოდა.

 

პრეზიდენტის თასი 137 სანტიმეტრის სიმაღლისაა და 30 კილოგრამს იწონის.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი