logo_geo
კატმანდუში ორი აფეთქება მოხდა
- +

26 მაისი. 2019. 19:02

 

 

ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში ორი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. ამის შესახებ გამოცემა Daily Sabah წერს.

 

აფეთქებები ქალაქის სხვადასხვა ნაწილებში მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, აფეთქებების უკან უკანონო კომუნისტური ორგანიზაცია დგას, რომელიც საკუთარი მხარდამჭერების დაკავებას აპროტესტებს. ერთ-ერთი აფეთქების ადგილზე სამართალდამცველებმა ორგანიზაციის ბუკლეტები და პროპაგანდისტული მასალები აღმოაჩინეს.

 

დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს, პოლიცია ქალაქში გაძლიერებული პატრულირების რეჟიმზეა გადასული.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი