logo_geo
ბრიუსელის ერთ-ერთ სადგურში ევაკუაცია გამოცხადდა
- +

27 მაისი. 2019. 17:47

 

აფეთქების საშიშროების გამო, ბრიუსელის ჩრდილოეთით მდებარე რკინიგზის სადგურში ევაკუაცია განხორციელდა, - ამის შესახებ ტელეარხი RTBF იუწყება.

 

„პოლიციამ განკარგულება გასცა სადგურის ევაკუაციის შესახებ, რისი მიზეზიც სადგურში ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება გახდა“, - იუწყება ტელეარხი.

 

ამ დროისთვის მატარებლების მოძრაობა ბრიუსელის მთავარი მაგისტრალზე, ჩრდილოეთ და სამხრეთ სადგურებს შორის შეჩერებულია.

 

ამ დროისთვის სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი