logo_geo
ბუდაპეშტში დუნაიზე გემის გადატრიალებას 8 ადამიანი ემსხვერპლა - მათ შორის 7 ტურისტი
- +

30 მაისი. 2019. 13:35

 

 

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მდინარე დუნაიზე ტურისტული გემი გადაბრუნდა. დასავლური მედიის ცნობით, შემთხვევამ 8 ადამიანი იმსხვერპლა, 19 ადამიანს კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

 

შემთხვევა 29 მაისს გვიან ღამით, ბუდაპეშტის ცენტრში მდებარე პარლამენტის შენობის წინ მოხდა.

 

გემზე მყოფი ტურისტების უმრავლესობა სამხრეთ კორეიდან იყო. ადგილობრივი პოლიციელები ამბობენ, რომ შემთხვევა უამინდობამ და წვიმამ გამოიწვია, რის შედეგადაც მდინარე ადიდდა.

 

როგორც CNN ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით წერს, დაღუპულთაგან არცერთს არ ეცვა სამაშველო ჟილეტი.

 

გემზე სულ 35 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 33 სამხრეთ კორეიდან. 7 სამხრეთკორეელი ტურისტი და ერთი უნგრელი გემის თანამშრომელი დაიღუპა.

 

 

big_banner
არქივი