logo_geo
რუსეთში, მურმანსკის ოლქში ხიდი მოიპარეს
- +

30 მაისი. 2019. 17:27

 

 

რუსეთში, მურმანსკის ოლქში, მდინარე უმბაზე ხიდი მოიპარეს.

 

რუსული გამოცემა „РИА“-ს ინფორმაციით, შემთხვევა კოაშვას დასახლებასთან მოხდა. ქურდობის შესახებ პოლიციას ახლომდებარე დაბის მცხოვრებლებმა აცნობეს. წინასწარი ინფორმაციით, ხიდის რკინის კონსტრუქცია დაჭრეს და ჯართში ჩააბარეს.

 

გამოცემა წერს, რომ ამ ადგილას 2007 წლამდე რკინიგზა გადიოდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

 

 

big_banner
არქივი