logo_geo
ჰილარი კლინტონი კინო და ტელე ინდუსტრიაში მიდის
- +

31 მაისი. 2019. 14:30

 

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და მისი ქალიშვილი ჩელსი კინო და სატელევიზიო პროექტებით დაკავდებიან, რისთვისაც ისინი საკუთარ კომპანიას დააარსებენ. ამის შესახებ „Bloomberg“ წერს.

 

71 წლის კლინტონი ქალიშვილთან ერთად მოლაპარაკებებს რამდენიმე კინოსტუდიასთან აწარმოებს. პროექტების დასაფინანსებლად ისინი ჰოლივუდის ცნობილ მოღვაწეებთანაც აპირებენ თანამშრომლობას, რომლებიც საარჩევნო კამპანიისას კლინტონს მხარს უჭერდნენ.

 

ახალი კომპანია ფემინისტური იქნება და პროექტები ძირითადად ქალებს მიეძღვნება.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი