logo_geo
კუნძულ სიცილიაზე ვულკანი ეტნა გააქტიურდა
- +

31 მაისი. 2019. 14:44

 

იტალიის კუნძულ სიცილიაზე ვულკანი ეტნა გააქტიურდა. იტალიური სააგენტო „ანსას“ ცნობით, ვულკანის კრატერიდან ლავა იღვრება და ფერფლი იფრქვევა.

 

კატანიის აეროპორტი ჯერჯერობით ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს სამუშაოებს.

 

სპეციალისტების თქმით, ეტნას ბოლო გააქტიურება მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა, ვულკანის მიმდებარედ, უსაფრთხოების მიზნით, აუცილებელია ტურისტების ნაკადის კონტროლი.

 

თებერვალში ეტნას გააქტიურების გამო, კატანიის აეროპორტში რეისები გაუქმდა.

 

ეტნა ევროპის ყველაზე მაღალი მოქმედი ვულკანია. მისი სიმაღლე 3300 მეტრია.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი