logo_geo
აშშ-ის კოალიციის ავიაიერიშებმა სირია-ერაყში 1300 მშვიდობიანი მოქალაქე შეიწირა
- +

31 მაისი. 2019. 17:14

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის ავიაიერიშებმა სირიასა და ერაყში 1300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე შეიწირა. ამის შესახებ BBC წერს.

 

ლაპარაკია 2014 წლიდან დღემდე არსებულ პერიოდზე. საჰაერო იერიშები ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იყო მიმართული. თუმცა, არამიზანმიმართულად მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაშიც მოჰყვა.

 

მესამე სექტორში ამბობენ, რომ დაღუპული გაცილებით მეტია და ვარაუდობენ, რომ რაოდენობა 8 ათასიდან 13 ათასამდე მერყეობს. ხუთი წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების  ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ 34 502 ავიაიერიში განახორციელა.

 

12 დეკემბერს, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტის ხელმოწერისას განაცხადა, რომ აშშ-მა სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფო“ დაამარცხა. მანამდე, 9 დეკემბერს, ტერორისტულ ორგანიზაციაზე გამარჯვების შესახებ გამოაცხადა ერაყის ხელისუფლებამაც, კიდევ რამდენიმე დღით ადრე კი - რუსეთმა. კერძოდ, 6 დეკემბერს რუსეთის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ სირია „ისლამური სახელმწიფოსგან“ გაათავისუფლა. მიუხედავად ამისა, ისლამისტების წინააღმდეგ ბრძოლები გრძელდება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი