logo_geo
გაერო-ს ექსპერტი: ჯულიან ასანჟი ხანგრძლივი ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლია
- +

31 მაისი. 2019. 18:38

 

გაერო-ს ინფორმაციით, ჯულიან ასანჟი ხანგრძლივი ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლია. ამის შესახებ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის ექსპერტმა, ნილს მელზერმა განაცხადა.

 

გაერო-ს წარმომადგენელმა „ვიკილიქსის“ დამფუძნებლის საქმე დეტალურად შეისწავლა.

 

ნილს მელზერის განმარტებით, ჯულიან ასანჟის ექსტრადირება არ უნდა განხორციელდეს, რადგან მისი ფსიქიკა სასამართლოს ვერ გაუძლებს. გაერო-ს ექსპერტმა განაცხადა, რომ რამდენიმე სახელმწიფო „ჯულიან ასანჟის გასატეხად ერთმანეთთან შეთანხმებულ ხერხებს“ იყენებდა.

 

„კარიერის მანძილზე ძალიან ბევრ ქვეყანაში მიმუშავია. ბევრნაირ სიტუაციას შევსწრებივარ. მთელი მსოფლიოს მასშტაბით მისაუბრია დევნილ პირებთან. შესაბამისად, ბევრი საშინელება მინახავს, თუმცა არასდროს შევსწრებივარ ფაქტს, როდესაც რამდენიმე სახელმწიფოს მიერ ერთი ადამიანის გატეხვის მიზნით, მისი შეგნებული იზოლირება და დევნა ხორციელდება”, – განაცხადა გაერო-ს წარმომადგენელმა.

 

გაერო-ს ექსპერტის განცხადებას დიდი ბრიტანეთი უკვე გამოეხმაურა. გაერთიანებული სამეფოს იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, ისინი წამების პროცესში არ მონაწილეობდნენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი