logo_geo
ამერიკელი განგსტერი ფრენკ ლუკასი გარდაიცვალა
- +

1 ივნისი. 2019. 11:04

 

 

ამერიკელი განგსტერი ფრენკ ლუკასი გარდაიცვალა. ის 88 წლის იყო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

ლუკასი 1930 წელს ჩრდილოეთ კაროლინაში დაიბადა და შემდეგ კი საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც 1960-1970-იან წლებში ჰარლემში ჰეროინის პირველი შემტანი გახდა.

 

ფრენკ ლუკასის შესახებ 2007 წელს ფილმი სახელწოდებით „ამერიკელი განგსტერი“ გადაიღეს. ფილმში მის უკანანო საქმიანობაზეა საუბარი. კერძოდ, მას ნარკოტიკი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან შეაქვს აშშ-ში და ამისთვის თავისი უნიკალური ხერხი აქვს მოფიქრებული.

 

ამერიკელი განგსტერი ფრენკ ლუკასი თავის სახლში ნიუ-ჯერსიში გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი