logo_geo
აშშ-ში, ვირჯინიაში 12 ადამიანი მოკლეს, დაჭრილია 6 პირი
- +

1 ივნისი. 2019. 12:52

 

 

აშშ-ში, ქალაქ ვირჯინია-ბიჩში, ყოფილმა სახელმწიფო მოსამსახურემ 12 ადამიანი მოკლა და სულ მცირე 6 დაჭრა. პირი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, დაღუპულია - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

ქალაქის ერთ-ერთ მუნიციპალურ კომპლექსში სროლა დაიწყო ადგილობრივი დროით დაახლოებით 16 საათზე. ეს შენობა მერიასთან და სასამართლოსთან ახლოს არის. იქ განთავსებულია კომუნალური სამსახურების ოფისები. როგორც ირკვევა, დამნაშავე წლების განმავლობაში ქალაქის კომუნალურ სფეროში მუშაობდა და ცოტა ხნის წინ სამსახურიდან დაითხოვეს.

 

ვირჯინია-ბიჩის პოლიციის უფროსის ჯიმ სერვერას განცხადებით, დამნაშავე მარტო მოქმედებდა. უკმაყოფილო სახელმწიფო მოსამსახურემ შენობაში შესვლისთანავე დაიწყო სროლა განურჩევლად ყველა მიმართულებით. პოლიციასთან ორმხრივი სროლისას დაიღუპა დამნაშავეც. მსუბუქად დაჭრილია ერთი პოლიციელი, რომელიც ჯავშანჟილეტმა გადაარჩინა. ადგილზე აღმოაჩინეს პისტოლეტი და შაშხანა.

 

დაღუპულების ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადეს ქალაქის მერმაც და შტატის გუბერნატორმაც. საქმის კურსში ჩააყენეს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. წელს ეს უკვე სროლის 150-ე შემთხვევაა აშშ-ში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი