logo_geo
დონალდ ტრამპმა ვლადიმირ ზელენსკი აშშ-ში მიიწვია
- +

1 ივნისი. 2019. 15:47

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის ახალი პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აშშ-ში მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელის მეშვეობით თავად ზელენსკიმ გაავრცელა.

 

აღსანიშნავია, რომ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს მიწვევისათვის მადლობა გადაუხადა. ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში წარდგენილია კანონპროექტი, რომელიც უკრაინის მხარდაჭერასა და ტერიტორიულ მთლიანობას უსვამს ხაზს. ვლადიმირ ზელენსკიმ მიწვევა 31 მაისს მიიღო. სავარაუდოდ, მათი შეხვედრა მიმდინარე წლის სექტემბერში შედგება.

 

 

big_banner
არქივი