logo_geo
ჰიმალაიზე რვა მთამსვლელი დაიკარგა
- +

2 ივნისი. 2019. 01:24

 

 

ჰიმალაიზე რვა მთამსვლელი დაიკარგა. ექსპედიციის წევრებს შორის ოთხი ბრიტანელი, ორი ამერიკელი, ავსტრალიელი და ინდოელი ალპინისტები არიან.

 

როგორც „ბიბისი“ იუწყება, ალპინისტთა ჯგუფმა ექსპედიცია ნანდა დევის მწვერვალის დასაპყრობად 13 მაისს დაიწყო. სამძებრო სამუშაოები მას შემდეგ დაიწყო, როდესაც მთამსვლელები დათქმულ დროს ბანაკში არ გამოცხადდნენ. თუმცა, როგორც ადგილობრივი მთავრობა იუწყება, ძლიერი წვიმის გამო ოპერაცია რთულდება.

 

უახლოეს საათებში სამძებრო სამუშაოებში ინდოეთის სამხედრო საჰაერო ძალების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი