logo_geo
ავსტრალიაში თოვლი მოვიდა
- +

4 ივნისი. 2019. 10:06


ავსტრალიის სუბტროპიკულ ნაწილში მდებარე ქუინსლენდის შტატში თოვლი მოვიდა. ამის შესახებ BBС წერს.

 

ქვეყნის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა თოვლს „იშვიათი“ მოვლენა უწოდა. ამ შტატში ბოლოს 2015 წელს მოთოვა.

 

თოვლს თან ახლავს ძლიერი წვიმა და ქარი, ამიტომაც მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდეს.

 

ავსტრალიაში ივნისი ზამთრის დასაწყისად ითვლება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი