logo_geo
ბრიტანელი მსახიობი პოლ დაროუ გარდაიცვალა
- +

4 ივნისი. 2019. 11:20

 

ბრიტანელი მსახიობი პოლ დაროუ გარდაიცვალა. ის 78 წლის იყო. ამის შესახებ „Sun“ წერს.

 

მედიის ცნობით, მსახიობი ხანგძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ბოლო წლებში ის სავარძელს იყო მიჯაჭვული. 2014 წელს დაროუმ აორტის ანევრიზმა გადაიტანა და მაშინ მას ორივე ფეხი მოკვეთეს.

 

კარიერის განმავლობაში დაროუმ 30-ზე მეტ ფილმსა და სერიალში ითამაშა. ის ისეთ სერიალებში მონაწილეობდა, როგორიცაა „Doctor Who“ და „კორონაციის ქუჩა“.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი