logo_geo
პრინცი ჰარი ტრამპის პატივსაცემ ბანკეტზე არ მივიდა
- +

4 ივნისი. 2019. 15:08

 

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი და სასექსის ჰერცოგი პრინცი ჰარი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პატივსაცემ ბანკეტზე არ მივიდა. „The Mirror“-ის ცნობით, ჰარიმ ასევე უყურადღებოდ დატოვა პრეზიდენტი ბუკინგემის სასახლეში ვიზიტისას.  

 

გამოცემის წყაროს ცნობით, პრინცი ჰარი ბუკინგემის სასახლეში ოთახის კუთხეში იდგა: „ის ცდილობდა, დონალდ ტრამპისგან და პირველი ლედისგან შორს მდგარიყო, ვიდრე ისინი სამეფო გალერეაში ხელოვნების ნიმუშებს ათვალიერებდნენ“.

 

სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა დიდ ბრიტანეთში ვიზიტამდე „The Sun“-თან ინტერვიუში ილაპარაკა.

 

ტრამპმა თქვა, რომ ის გააოცა მეგან მარკლის საშინელმა კომენტარებმა, რომელსაც 2015-2016 წლებში ტრამპის წინააღმდეგ გამოსვლისას აკეთებდა და დასძინა, რომ არ იცოდა, თუ მსახიობი მას ასე მწვავედ აკრიტიკებდა. უფრო მეტიც, მაშინ მეგანმა თქვა, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში საცხოვრებლად კანადაში გადავიდოდა.

 

„ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. რა უნდა ვთქვა. არ ვიცოდი, თუ ასეთი საზიზღარი იყო“,- თქვა თეთრი სახლის ლიდერმა.

 

2 ივნისს, დიდ ბრიტანეთში ვიზიტამდე 1 დღით ადრე, დონალდ ტრამპმა აღნიშნული განცხადება უარყო. დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არასდროს უწოდებია მეგან მარკლისთვის „საზიზღარი“. ამის შესახებ ტრამპმა Twitter-ზე პოსტი დაწერა და „CNN“ და „The New York Times“ ისევ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი