logo_geo
დონალდ ტრამპი: მე თქვენ გაგაოცებთ!
- +

11 თებერვალი. 2017. 11:19


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების „სრულიად ახალი განკარგულების" ხელმოწერის შესაძლებლობას განიხილავს. აღნიშნულის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

 

„ჩვენ სხვადასხვა ვარიანტები გვაქვს, მათ შორის სრულიად ახალი განკარგულების ხელმოწერა. ჩვენ უნდა სწრაფად ვიმოქმედოთ უსაფრთხოების მიზნებისთვის.


ჩვენ გვექნება უსაფრთხოების ახალი ზომები. ჩვენ გვექნება ძალიან სერიოზული შემოწმებები, მათ ექსტრემალურს ვუწოდებდი. ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ ის ხალხი შემოვა, ვისაც კარგი განზრახვები აქვს", - განაცხადა ტრამპმა.


ტრამპმა ამავდროულად აღნიშნა, რომ მას სურს, რომ ახალი დოკუმენტი „ოდნავ განსხვავდებოდეს" თავდაპირველი განკარგულებისგან და პირობა დადო, რომ მოქმედებას „ორშაბათს ან სამშაბათს" დაიწყებს.


„მე თქვენ გაგაოცებთ", - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.





 

big_banner
არქივი