logo_geo
რუსები სერიალ „ჩერნობილის“ საკუთარ ვერსიას იღებენ
- +

6 ივნისი. 2019. 12:27

 

„HBO“-ს მინისერიალმა „Chernobyl“ ყველანაირი რეკორდი მოხსნა. გარდა მაყურებლის რაოდენობისა, ის ამ ეტაპზე IMDb-ის რეიტინგშიც ლიდერია. ისტორიული დრამა 1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილში მომხდარი ბირთვული კატასტროფის შესახებ მოგვითხრობს და იმ შემზარავ ისტორიებს გვიყვება, რომელსაც უამრავი ადამიანი შეეწირა საბჭოთა ხელისუფლების არასწორი და დაგვიანებული რეაქციის შედეგად.

 

მიუხედავად იმისა, რომ შოუს თითოეულ ეპიზოდს კრიტიკოსებისა თუ მაყურებლის მხრიდან დადებითი შეფასებები მოჰყვა, საყოველთაო აღტაცებას არ იზიარებს რუსული მედია და შოუს თითქმის ყველა დეტალს აკრიტიკებს. სწორედ ამიტომ, გავრცელებული ცნობებით, პუტინის მედიად წოდებულმა რუსულმა არხმა „НТВ“ უკვე დააანონსა, რომ ისინი „ჩერნობილის“ თავიანთი ვერსია უკვე იღებენ.

 

გავრცელებული ინფორმაციით, სერიალის სიუჟეტი ჩერნობილის კატასტროფამდე რამდენიმე საათით ადრე იწყება და დეტალურად გაჰყვება როგორც აფეთქების შემდგომ, ასევე გამოძიების პერიოდს.

 

წინასწარი ინფორმაციით, „ჩერნობილის“ რუსული ვერსიის მთავარი პერსონაჟები ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომელი და KGB-ს აგენტი იქნებიან. ეს უკანასკნელი შეეცდება, რომ ჩერნობილში მომხდარ ტრაგედიაში უცხოური, უფრო ზუსტად კი, ამერიკული კვალი იპოვოს.

 

 

 

წყარო: http://cinemania.adjara.com/

 

 

 

 

 

big_banner
არქივი