logo_geo
გერმანიაში „რონკალი“ მსოფლიოში პირველი ცირკი გახდა, რომელიც წარმოდგენებისას ცხოველების ჰოლოგრამებს აჩვენებს
- +

6 ივნისი. 2019. 12:52

 

გერმანიაში ცირკი „რონკალი“ მსოფლიოში პირველი ცირკი გახდა, რომელიც წარმოდგენებისას ცოცხალი ცხოველების ნაცვლად, მათ ჰოლოგრამებს აჩვენებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „დეილი მეილი“ ავრცელებს.

 

ცირკის ხელმძღვანელობამ არენაზე ცხოველების გამოყვანაზე უარის თქმა ეტაპობრივად 90-იანი წლებიდან დაიწყო.

 

ჰოლოგრამებიანი შოუს გარდა, „რონკალის“ ცირკი ფოკუსირებულია აკრობატულ ნომრებზე. სამგანზომილებიან ჰოლოგრამებს შოუს დროს ცირკში გასული წლიდან იყენებენ.

 

კომპანიის დამფუძნებელმა ბერნჰარდ პაულმა მანათობელი შოუსთვის 500 ათასი ევრო დახარჯა. გასულ წელს ეს წარმოდგენა 600 ათასზე მეტმა ვიზიტორმა ნახა. „რონკალის“ ცირკის წარმოდგენაზე დასასწრები ბილეთის ფასი 29-დან 70 ევრომდე მერყეობს.

 

„ეს არის ცირკის მომავალი – ეს არის წარმოდგენა, რომელიც ყველას სიამოვნებას ანიჭებს და რომელშიც გართობის მიზნით არ არიან გამოყენებული ცოცხალი არსებები“, – განაცხადა „ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის“ პრეზიდენტმა ჯენ კრიმერმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი