logo_geo
დონალდ ტრამპის განცხადებით, NATO-ს გენერალური მდივანი მისი ფანია
- +

7 ივნისი. 2019. 13:52

 

 

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, NATO-ს გენერალური მდივანი მისი დიდი ფანია. ამის შესახებ ტრამპმა საფრანგეთში ვიზიტისას განაცხადა, სადაც იგი მოკავშირეთა გადასხმიდან 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

 

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ბიუჯეტი მისი პრეზიდენტობის პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

 

„თუ თქვენ NATO-ს ბიუჯეტში შესულ თანხებს დააკვირდებით ბოლო 15 წლის განმავლობაში, ნახავთ, რომ იგი მცირდებოდა, შემდეგ კი უცებ მკვეთრად გაიზარდა. გენერალური მდივანი სტოლტენბერგი ალბათ, ყველაზე დიდი ფანია ტრამპის. მან ერთ დღეს საუბრისას თქვა, რომ დონალდ ტრამპის გარეშე, ნამდვილად არ იქნებოდა არანაირი NATO. ახლა უკვე ქვეყნებმა ას მილიარდ დოლარზე მეტი გადაიხადეს ალიანსის ბიუჯეტში. გერმანია იხდის მხოლოდ 1 პროცენტს, მათ გაცილებით მეტი უნდა გადაიხადონ“, - განაცხადა ტრამპმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი