logo_geo
ბოსტონში მეტროს მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა
- +

9 ივნისი. 2019. 02:34

 

 

ბოსტონში მეტროს მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაშავდა, მათგან 10 საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას „სიბიეს ბოსტონი“ ავრცელებს.

 

ჰოსპიტალიზებულთა შორისაა მატარებლის მემანქანე. ადგილობრივი მედიის ცნობით, არც ერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

ავარიამ მატარებლების მიმოსვლის განრიგში შეფერხება გამოიწვია. ინციდენტის დროს მატარებელში 150 მგზავრი იმყოფებოდა. ისინი გვირაბიდან ფეხით გამოიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი