logo_geo
პეტრო პოროშენკო: თუ არჩევნებში გავიმარჯვებთ, მზად ვარ, პრემიერის თანამდებობა დავიკავო
- +

9 ივნისი. 2019. 18:31

 

 

უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საკუთარი პარტიის „ევროპული სოლიდარობის“ საარჩევნო სიას სათავეში ჩაუდგა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მზად არის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდეს.

 

„თუკი ჩვენ გავიმარჯვებთ არჩევნებში - დიახ, მზად ვარ პრემიერის თანამდებობა დავიკავო“, - განაცხადა პოროშენკომ.

 

დღეს პეტრო პოროშენკომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის თავისი პარტიის პირველი ათეულის სია დაასახელა.

 

 

big_banner
არქივი