logo_geo
თანამედროვე ტექნოლოგიის დახმარებით უსინათლო გოგომ წიგნი წაიკითხა
- +

10 ივნისი. 2019. 23:23

 

16 წლის გოგონას, მეისის, ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. რამაც დროთა განმავლობაში მისი მხედველობის დაქვეითება გამოიწვია.. გარკვეული დროის შემდეგ, მხოლოდ მარჯვენა თვალში დარჩა მხედველობა, თუმცა ისიც მცირე პროცენტულობით.

 

როგორც BBC-ი  წერს, მეისი Goggles--ის ექსპერიმენტს დასთანხმდა და GiveVision ტექნოლოგიის დახმარებით, პირდაპირ სცენაზე გამოსცადა.

 

მან დარბაზში დამსწრე ადამიანებიც დაინახა და წიგნის წაკითხვაც შეძლო, რომელიც წლების განმავლობაში სურდა.

GiveVision ტექნოლოგია, გამადიდებელ შუშებს და გადიდებული რეალობის ტექნოლოგიას იყენებს, რათა მომხმარებლის არსებული მხედველობა კიდევ უფრო მკაფიო გახადოს და ადამიანს რეალობის უკეთ აღქმაში დაეხმაროს.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი