კალინინგრადის ოლქში, სამხედრო სწავლების დროს, ზღვაში ჯავშანმანქანა ჩაიძირა, წერს „Новый Калининград“.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სწავლება „Морской Десант 2019“-ის დროს მოხდა.
ჯავშანმანქანა ბალტიისკში დისლოცირებულ 336-ე საზღვაო ქვეით ბრიგადას ეკუთვნოდა.
ჯავშანმანქანასთან ერთად ზღვაში ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიხრჩო, ორი გადარჩა.
ბალტიის ფლოტში სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის ფაქტს ადასტურებენ.