logo_geo
დონალდ ტრამპი: ენერგეტიკულ სფეროში რუსეთის გავლენასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის ევროპაში გაყიდვაა
- +

13 ივნისი. 2019. 12:09

 

 

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ენერგეტიკულ სფეროში რუსეთის გავლენასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის გაყიდვა ევროპაში. ტრამპის თქმით, აშშ აპირებს სანქციების გამოყენებას „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მონაწილეების მიმართ. მან განმარტა, რომ ამ პროექტის ბლოკირების მცდელობით აშშ გერმანიას იცავს რუსეთისგან. მისივე თქმით, ბერლინი მოსკოვს მილიარდებს აძლევს.

 

„მაგრამ, ჩვენ უკეთესი რაღაც გვაქვს - თხევადი გაზის დიდი მარაგი. ვფიქრობ, ეს რეალური გამოსავალია“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს პოლონეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი