logo_geo
ჩინეთში ძლიერი წვიმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა
- +

14 ივნისი. 2019. 10:51

ჩინეთში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა. თავსხმა წვიმას ქვეყნის სამხრეთ და ცენტრალური რეგიონები ებრძვიან.

 

სახლებიდან 356 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მაშველებმა 4300-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

 

ჩინეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრის განმარტებით, ბუნებრივი კატასტროფის შედეგად, 9300 სახლი და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3,71 მილიონი ჰექტარი ფართობის მიწა განადგურდა.

 

პირდაპირი ეკონომიკური ზარალი მოცემული მომენტისთვის უკვე 1,93 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

 

 

big_banner
არქივი