logo_geo
600-ზე მეტი ამერიკული კომპანია დონალდ ტრამპს ჩინეთთან სავაჭრო დავის დარეგულირებისკენ მოუწოდებს
- +

14 ივნისი. 2019. 11:51

 

600-ზე მეტი ამერიკული კომპანია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჩინეთთან სავაჭრო დავის დარეგულირებისკენ მოუწოდებს. დონალდ ტრამპისადმი მიწერილ წერილში კომპანიის ხელმძღვანელები აღნიშნავენ, რომ დამატებითი ტარიფები ზიანს მოუტანს როგორც ამერიკულ საწარმოებს, ისე მომხმარებლებს აშშ-ში.

 

წერილის ხელმომწერთა შორის არიან უმსხვილესი კომპანიები „ვოლმარტი“ და „ტარგეტი“. წერილში აღნიშნულია, რომ თუ სავაჭრო დავა არ დარეგულირდება, ოთხსულიანი ამერიკული ოჯახისთვის ყოველწლიური ხარჯები საშუალოდ ორი ათასი დოლარით გაიზრდება.

 

ამას გარდა, კომპანიების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ 300 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტზე დამატებითი 25-პროცენტიანი ტარიფის დაწესება აშშ-ში ორი მილიონი სამუშაო ადგილის შემცირებას გამოიწვევს. წერილის ავტორები საკონსალტინგო ფირმის „ტრეიდ პარტნერშიპის“ კვლევას ეყრდნობიან.

 

„სავაჭრო ომის ესკალაცია ქვეყნის ინტერესებს არ შეესაბამება, ორივე მხარე წაგებული იქნება“, – აღნიშნულია წერილში, რომელსაც 600-ზე მეტი ამერიკული კომპანიის წარმომადგენელი აწერს ხელს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი