აშშ-ის სამხედროებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც ასახულია, თუ როგორ ცდილობენ ირანელი სამხედროები ტანკერ „Kokuka Courageous“-დან ნაღმის მოხსნას. ვიდეო განცხადებასთან ერთად აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ გაავრცელა.
„ადგილობრივი დროით 16:10 საათზე ისლამური რევოლუციის მცველების კორპუსის საპატრულო კატერი „გაშტი“ მიუახლოვდა „Kokuka Courageous“ ტანკერს და როგორც ვიდეოში ჩანს, ისინი ტანკერის ბორტიდან იმ ნაღმის მოხსნას ცდილობდნენ, რომელიც არ ამოქმედებულა“, – ნათქვამია განცხადებაში.
შავ-თეთრ ვიდეოში ჩანს ხალხით სავსე კატერი, რომელიც უახლოვდება ტანკერს და გარკვეული ქმედებების შემდეგ, უკან მიდის.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ომანის ყურეში ორ ტანკერზე – „Front Altair“ და „Kokuka Courageous“-ს მცირე შუალედით, აფეთქება მოხდა – აშშ-ის დაქვემდებარებულ გემებს თავს დაესხნენ.